2016 წლის 11 ოქტომბრიდან დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება 2016 წლის საწევრო დავალიანების მქონე ადვოკატთა (ასოციაციის წევრთა) გამოვლენისა და უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად:
ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება - ს.ს.ი.პ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ 34-36; ტელ: 2 22 46 54; 790 22 46 54
ა) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღია 2016 წლის 11 ოქტომბერი; ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;
ბ) ადმინისტრაციული წარმოების საგანი - საწევრო გადაუხდელ ადვოკატთა უფლებამოსილების შეწყვეტა; („ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის, 213 მუხლის, პირველი პუნქტის, „ზ“ ქვეპუნტი);
გ) ვინაიდან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი ეხება 50-ზე მეტ პირს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ასოციაციის წევრთა სია, რომელთაც ერიცხებათ საწევრო დავალიანება ზოგადი ადამინისტრაციული კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლების საფუძველზე გამოცხადდეს საჯაროდ. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ასოციაციის წევრთა სია, განთავსდეს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე www. gba.ge, ადვოკატთა ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე, საწევრო დავალიანების მქონე ადვოკატებს გაეგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე მათ მიერ ასოციაციაში წარმოდგენილ მობილური ტელეფონის ნომრებზე; საწევრო დავალიანების მქონე ადვოკატთა სია გამოკრული იქნეს ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ 34-36; ადვოკატთა ასოციაციის ქუთაისის რეგიონული ოფისის შენობაში, მდებარე: ქ.ქუთაისი ნოდარ დუმბაძის ქ #8, ბათუმის რეგიონული ოფისის შენობაში, მდებარე: ქ.ბათუმი, სარაჯიშვილის ქ. 22, თელავის რეგიონული ოფისის შენობაში, მდებარე: ქ.თელავი, ვარდოშვილის ქ 15.
ადვოკატებს მიეცეთ შესაძლებლობა გაეცნონ საწევრო დავალიანების მქონე ადვოკატთა სიას ადვოკატთა ასოციაციის ოფისებში ქ.თბილისი ძმები ზუბალაშვილების ქ 34-36; ადვოკატთა ასოციაციის ქუთაისის რეგიონული ოფისის შენობაში, მდებარე: ქ.ქუთაისი ნოდარ დუმბაძის ქ #8, ბათუმის რეგიონული ოფისის შენობაში, მდებარე: ქ.ბათუმი სარაჯიშვილის ქ. 22, თელავის რეგიონული ოფისის შენობაში, მდებარე: ქ.თელავი ვარდოშვილის ქ 15.
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის, მე-2 პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადა დასრულდეს 2016 წლის 1 ნოემბერს;
ე) ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადად განისაზღვროს 2016 წლის 17 ნოემბერი;
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება საწევრო დავალიანების გამო ადვოკატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და უფლებამოსილებაშეწყვეტილ ადვოკატთა სია გამოქვეყნდეს გაზეთში „რეზონანსი“, დაიდოს ასოციაციის ვებ - გვერდზე www.gba.ge, ადვოკატთა ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე , გამოკრული იქნას ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ 34-36; ადვოკატთა ასოციაციის ქუთაისის რეგიონული ოფისის შენობაში, მდებარე: ქ. ქუთაისი ნოდარ დუმბაძის ქ #8, ქ.ბათუმი ბათუმის რეგიონული ოფისის შენობაში, მდებარე: სარაჯიშვილის ქ. 22, თელავის რეგიონული ოფისის შენობაში, მდებარე: ქ.თელავი ვარდოშვილის ქ 15.
უფლებამოსილებაშეწყვეტილ ადვოკატებს გაეგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მათ მიერ ასოციაციის წევრთა ბაზაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომრებზე.
ვ) 2016 წლის 11 ოქტომბრამდე დაზუსტდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საწევრო დავალიანების მქონე ადვოკატთა სია.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომრებზე: 2 22 46 54; 790 22 46 54; 2 98 78 78